Hello!I'm crazy for this Georgian song,but I don't know the meaning of it.Could anyone translate the lyrics into English? Thanks a lot!
შატილის ასულო
შატილის ასულო, ლერწამო ხადიშათ,
სწორებში აგირჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ბიჭავ, მეც მათრთოლებს ხუჭუჭი თმები და
კლდეებზე ძგრიალი მაგ ცხენის ნალისა,
პატარძლად წამიყვა შატილის მთებიდან,
მაყრებად გაგყვება ვარსკვლავნი ღამისა.
ფრიალოს ბილიკზე ამ მკერდით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზით ნაქარგი კაბითა.
მზითვებად ცხვრის ფარას მოვრეკავ მთებიდან
და მაყრულს დავუკრავ შურთხების ქნარითა,
დღის სიცხეს დავადნობ წამწამთა ფრთებით და
ჯარჯივით დაყრილი ამ თმების ქარითა.
შევუღლდეთ, შევერთდეთ, ლერწამო ხადიშათ,
ვით მთათა ჩანჩქერნი ერთმანეთს ერთვიან,
თუშეთში მზე ნათობს ხევსური ქალისაც,
თუშთა და ხევსურთა დღეს ფიქრნიც ერთია.
ტრფიალი ვაკურთხოთ, ვაჟაუ, ცივი წყლით,
მირონი ავიღოთ ბორბალოს ხევიდან,
შატილის მთებიდან მოყვრობის ბილიკი
ალვნისკენ გადავჭრათ საღარა ცხენითა.
თუშ მოყმეს თვალთაგან ცრემლები დამცვივდა
მთებისკენ ცქერაში და ტიალ ლოდინში...
უშენოდ ალვანი ყინვა მწვავს და მცივა-
შავი კლდის შავ ნატეხს, იოსებ ლონგიშვილს.